საგარანტიო პირობები
საგარანტიო და დაბრუნების პოლიტიკის პირობებს არეგულირებს - საქართველოს კანონი "მომხმარებლის უფლებების შესახებ", რომელიც განსაზღვრავს იმ პირობებს რომლებსაც უნდა მოიცავდეს გარანტია, რა შემთხვევაში შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს ნივთი და რა შემთხვევაში შეუძლია უარი განაცხადოს მეამას პროდუქციის დაბრუნებაზე.
დაბრუნების პოლიტიკა ამ შემთხვევაში განსხვავებულია ონლაინ შეძენის შემთხვაში და სივრცეში ნაყიდ აპარატს შორის:
- კანონი ადგენს, რომ დისტანციურად შეძენილი პროდუქტი მომხმარებელს შეუძლია 14 დღის ვადაში ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნოს/უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ რაც მომხმარებელი აპარატს მფლობელობაში მიიღებს.
- რაც შეეხება სფეისში ნაყიდ აპარატს - ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ არ მოხდეს აპარატის დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა თუ აპარატს აღმოაჩნდება რაიმე სახის ნაკლი/დაზიანება;
- ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წესებისა და პირობების შესაბამისად დადგენილია გამონაკლისები, რა დროსაც პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას ეს გამონაკლისებია: ა) კონკრეტული პროდუქცია, კერძოდ, სასმელი კაფსულები წარმოადგენს ჰერმეტულად დაცულ საკვებ პროდუქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი შენახვის პირობების დაცვას, შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეძენილი სასმელი კაფსულები, რომელთა ფიზიკური მთლიანობა და შენახვის პირობები დაირღვა, დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ) პროდუქცია, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან/და წაშლილი იქნება პროდუქტის სერიული ნომერი, ვარგისიანობის ვადა;
გ) პროდუქცია, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს;
დ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;
ვ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული; ზ) მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
თ) 50%-80%-იანი აქციით შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში.
ნაკლის და დაზიანების შემთხვევაში მოქმედებს საგარანტიო პირობები, როგორც დისტანციურად ყიდვის ისე ადგილზე ყიდვის შემთხვევაში, ეს საგარანტიო პირობებია
- პროდუქციის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- პროდუქციის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქციის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; ბ) კომპანიამ პროდუქცია გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა; გ) კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;
- ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კომპანია მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში გასწევს პროდუქციის შეკეთებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. თუ მომხმარებელი პროდუქციის ნაკლს პროდუქციის მისთვის ჩაბარებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩენს, იგულისხმება, რომ ნაკლი პროდუქციის მიწოდებისას არსებობდა. პროდუქციის 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს თავად მოუწევს იმის მტკიცება, რომ პროდუქციის ნაკლი პროდუქციის მიწოდებისას არსებობდა. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო ვადა ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ინვენტარი, ყავის აპარატები და მსგავსი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით დასახელებულ პროდუქციაში არ იგულისხმება სასმელები, კაფსულები და სხვა მსგავსი პროდუქცია.
-
საგარანტიო პირობები არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევაში: ა) გასულია საგარანტიო ვადა. ბ) პროდუქციას აქვს ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, რომელიც არ არის გამოწვეული ქარხნული ნაკლით/კომპანიისბრალით. გ) დარღვეულია ექსპლუატაციისა და მოხმარების წესები. დ) პროდუქციის დაზიანება გამოწვეულია ელექტროენერგიის ქსელის გაუმართაობით, პროდუქციის დეტალების კოროზიით ან დანესტიანებით; ე) პროდუქციის დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური/თვითნებური შეკეთების სამუშაოების შედეგად. ვ) საგარანტიო პირობები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეიძინა მეორეული პროდუქცია (მათ შორის და არა მხოლოდ, Meama Outlet-ის კამპანიის ფარგლებში);
თქვენს მიერ მოწოდებულ ფაილში ასევე დამატებულია შემდეგი საგამონაკლისო პირობები, რა დროსაც არ ვრცელდება საგარანტიო პირობები: ა) საგარანტიო ელექტრონული ჩანაწერი ვერ მოიძებნება ან ვერ ხერხდება აპარატის იდენტიფიცირება; ბ) აპარატის სერიული ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი წაშლილი, შეცვლილი ან დაზიანებულია; გ) აპარატი დაზიანებულია დავარდნის, დარტყმის ან სხვა მექანიკური ზემოქმედების შედეგად; დ) აპარატში მოხვედრილია სითხე (გარდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებელი წყლისა) ან უცხო სხეული; ე) დაზიანება გამოწვეულია ქვის ნადებით, კოროზიით, დანესტიანებით ან მოვლის ინსტრუქციის დარღვევით - მათ შორის, აპარატის დროული წმენდის შეუსრულებლობით; ვ) აპარატი გამოყენებულია მისი პირდაპირი დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნით; ზ) აპარატი თვითნებურად გახსნილია ან შეკეთებულია არაავტორიზებული პირის ან სერვისის მიერ; თ) დაზიანება გამოწვეულია არათავსებადი კაფსულის ან აქსესუარის გამოყენებით; ი)დაზიანება გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით (ხანძარი, წყალდიდობა და სხვა); - ეს პირობები ვებ-გვერდზეც უნდა გაიწეროს, რომ შესაბამისობაში იყოს დოკუმენტები ერთმანეთთან;
ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია - ორი სივრცე ისთ ფოინთი და თბილისი მოლი და ეს სივრცეებიც ამოსაღებია რადგან დაიკეტა და აღარ ფუნქციონირებს.