უფასო მიწოდება 79 ₾-დან
საქ.ქარ

ძებნა მოიცავს პროდუქტებს, კოლექციებს და დახმარებას

კალათა · 0 ნივთი

იტვირთება…

წესები და პირობები

შპს „მეამას“ (ს/ნ: 405139425) (შემდგომში „კომპანია”) მიერ შემუშავებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკა (შემდგომში „სავაჭრო პოლიტიკა”)

I თავი - ზოგადი წესები და პირობები

II თავი - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია

III თავი - ტერმინთა განმარტება
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

IV თავი - კომპანიის ვალდებულებები

V თავი - მხარეთა ვალდებულებები

VI თავი - მომხმარებლის განცხადებები
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

VI თავი - კომპანიის მომსახურებით/პროდუქციით სარგებლობის წესები

  1. რეგისტრაციის პროცესი

  2. მომხმარებელი რეგისტრირდება კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე.

  3. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ. ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა.

  4. გარდა წინამდებარე თავის მე-2 მუხლით დადგენილი წესისა, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის მიუთითოს ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი და პაროლი, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა.

  5. ვერიფიკაციისთვის მომხმარებელი, წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის მე-6 თავის 1-ლი მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უთითებს პირად ნომერს.

  6. რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას. სავალდებულოა, რომ აღნიშნული ველი მონიშნული იყოს, მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნისა და პროცესის გამარტივების მიზნით.

  7. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ონლაინ პლატფორმაზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი შესყიდვის მიზნით.

  8. შესყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი შესყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანისა და გადახდის მეთოდებს და ასრულებს შესყიდვის პროცედურას. ამასთან, შესყიდვის გვერდზე არ მოითხოვება ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა რეგისტრაციის/ვერიფიკაციის პროცესში უკვე მიუთითა.

  9. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკით ან/და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება.

  10. რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად, გთავაზობთ განმარტებებს უნივერსალური იდენტიფიკატორების თაობაზე:

მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

  1. ავტორიზაციის პროცესი

  2. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, ავტომატურად, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ონლაინ პლატფორმის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები).

  3. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

  4. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება მიღება და გაუქმება

  5. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

  6. ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ძიების ან/და ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

  7. პროდუქციის შეძენა მოხმარებელს შეუძლია განახორციელოს ორი განსხვავებული სტანდარტული და სწრაფი მეთოდით (შემდგომში „სწრაფი მეთოდი“ ან „სტანდარტული მეთოდი“).

    1. სტანდარტული მეთოდი - მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს სტანდატულ მეთოდს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს პირად კალათაში.
    2. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ:მიწოდების) საფასური და აღნიშნულის შემდეგ მომხმარებელმა უნდა განათავსოს შეკვეთა.
    3. სტანდარტული მიწოდების მეთოდის არჩევის შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება განხორციელდება სამიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
    4. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი პროდუქციის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს და მომხმარებელმა უნდა აირჩიოს სტანდარტული მიწოდების ტიპი, კომპანია მიწოდებას ახორციელებს უფასოდ ნებისმიერ მისამართზე, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები პროდუქციის შესყიდვისას - სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში მიწოდების ღირებულება შეადგენს - 5 (ხუთი) ლარს.
    5. სწრაფი მეთოდი - სწრაფი მეთოდის არჩევის შემთხვევაში მიწოდება ხდება იმავე დღეს. ამ შემთხვევაში მიწოდების კონკრეტული დრო დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ წარდგენილ მისამართზე. ქალაქ თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქ(ებ)ისა და რეგიონ(ებ)ის (მათ შორის და არა მხოლოდ სოფელი, დაბა, თემი) მითითების შემთხვევაში, ხორციელდება სტანდარტული მიწოდება.
    6. სწრაფი მეთოდით მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ მისამართზე. სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფისათვის კომპანია თანამშრომლობს მესამე პირთან, რომელიც მის მიერ განსაზღვრული ალგორითმის გამოყენებით ადგენს მანძილს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართსა და იმ გაცემის პუნქტს შორის საიდანაც უნდა მოხდეს პროდუქციის გატანა/მიწოდება მომხმარებლისათვის. კომპანიის მიერ ასეთი გაცემის პუნქტებად განსაზღვრულია მისი შემდეგი სივრცეები ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70 (სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“), ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ. N2 (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“), ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი მე-16 კმ (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“), შესაბამისად, ზემოთ ხსენებული ალგორითმის მიერ ავტომატურად, მომხმარებლის მიერ წარდგენილი მისამართის შესაბამისად განისაზღვრება თუ რომელი სივრციდან უნდა მოხდეს მისთვის პროდუქციის მიწოდება. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის პროდუქციის სწრაფ მიწოდებას, ასევე მიწოდების ღირებულების ოპტიმალურ გაანგარიშებას.
  8. კომპანიის ცალმხრივი უფლება შეკვეთის გაუქმებაზე. თუ მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია კომპანიის შიდა მონიტორინგის სისტემის, საგადახდო პროვაიდერის ან უსაფრთხოების გუნდის მიერ მიჩნეულ იქნება საეჭვოდ, მაღალი რისკის შემცველად ან პოტენციურ თაღლითობად (ფროდად), კომპანია იტოვებს სრულ უფლებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და დასაბუთების გარეშე, ცალმხრივად გააუქმოს აღნიშნული შეკვეთა. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება იმავე საბანკო ანგარიშს/ბარათს, საიდანაც განხორციელდა გადახდა, საბანკო პროცედურების შესაბამისად, 3 (სამი)-დან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის ფინანსური ან მორალური პასუხისმგებლობა საეჭვო შეკვეთის გაუქმებით გამოწვეულ შეფერხებაზე.

  9. მომხმარებელმა ნასყიდობის ფასი/მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებისა და საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად გადაიხდის პროდუქციის მთლიან ღირებულებას. ანგარიშსწორების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:

    1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს პლასტიკური/ციფრული ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაზე თანხმობას.
    2. პლასტიკური/ციფრული ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.
    3. კომპანია მომხმარებელს პლასტიკური/ციფრული ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით.
    4. მომხმარებლის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება (და არსებობის შემთხვევაში - მასზე დარიცხული საკომისიო) სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
    5. მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდით:
  1. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 19:00 საათამდე. 19:00 საათის შემდეგ ან შაბათ, კვირას ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
  2. შეკვეთა დასრულებულად ითვლება პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
  3. მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
  4. მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი მახასიათებლების შემოწმება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
  5. კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მომხმარებელს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
  6. ონლაინ პლატფორმაზე გაფორმებული შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის რეგისტრირებულ, მოქმედ მეილზე, შეკვეთის გაფორმებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული, შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის იმ ელ. ფოსტის მისამართზე, რომელიც მან (მომხმარებელი) მიუთითა შეკვეთის გაფორმების დროს.
  7. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს ან გაუქმდეს შეკვეთა, რის შესახებაც კომპანია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ნივთის მიწოდების დამატებით ვადას, შეკვეთა გაუქმდება და გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საშუალებით რითაც მომხმარებელმა თავდაპირველად გადაიხადა, ხოლო თანხის სხვა საშუალებ(ებ)ით დაბრუნების თაობაზე მომხმარებლის თანხმობაა საჭირო.
  8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ არჩეულ ვადაში კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ისეთი როგორიცაა წყალდიდობა, მიუვალი გზა, უამინდობა, დიდთოვლობა და ა.შ., არ/ვერ განხორციელდება პროდუქციის დროული მიწოდება, მომხმარებელს კომპანიის მიმართ აღნიშნულის თაობაზე არ ექნება რაიმე სახის პრეტენზია/მოთხოვნა/უკმაყოფილება/დავა. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ წინამდებარე პუნქტით განაზღვრული შემთხვევა წარმოადგენს კომპანიისგან დამოუკიდებელ გარემოებას, რის გამოც დაგვიანებულ, არადროულ მიწოდებაზე პასუხისმგებელი კომპანია ვერ იქნება.
  9. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო კომპანიის მიერ შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა მისი თანხმობის შემთხვევაში მიეწოდოს ის პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ასეთი შემთხვევის თაობაზე მომხმარებელს ეცნონება კომპანიის საინფორმაციო სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.
  10. გაყიდული პროდუქციის მომხმარებლისთვის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან მომხმარებელზე გადადის საქონლის შეთხვევით დაღუპვის/განადგურების ან/და ნებისმიერი დაზიანების რისკი.

VII თავი - ფორს-მაჟორი

VII თავი - ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა

  1. მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია) - გარანტიის პირობები

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70 (სავაჭრო ცენტრი „სითი მოლში“ განთავსებული კომპანიის მაღაზია)

  1. დაბრუნების პოლიტიკა
  1. დაბრუნების პოლიტიკიდან საგამონაკლისო შემთხვევები:

მომხმარებელმა ნასყიდობის ფასი/მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. შეკვეთის დასრულებისთანავე კომპანია ვებსაიტზე/აპლიკაციაში ასახავს/დაადასტურებს შეკვეთის დასრულების ფაქტს.

VIII თავი - მოხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანია უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.
კომპანია/მოვაჭრე ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნობრიობით:

პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს:

მომხმარებელი, როგორც მონაცემთა სუბიექტი ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას ან/და კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული მონაცემები წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული მიზნებისათვის.



პროდუქციის უკან დაბრუნების ფორმა

კომპანიის სახელი:

შპს „მეამა“

კომპანიის მისამართი:

საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, გ. ამილახვარის ქ. N2

კომპანიის ტელ. ნომერი:


032 280 08 08

კომპანიის ელ. ფოსტა:

[email protected]; [email protected]

მომხმარებლის სახელი, გვარი:



მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემი (ტელ. ნომერი ან/და ელ. ფოსტა):



შეძენილი პროდუქტის დასახელება:



შეკვეთის დრო:


შეკვეთის მისამართი: